Saturday, September 9, 2017

იდეა

XVI -XVII საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს ისტორიაში გიორგი სააკაძეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, თუმცა მას განსხვავებულად აფასებენ სხვადასხვა დროის ისტორიკოსები, ამიტომ ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია XXI საუკუნეშიც. .მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია ეპოქის შესახებ, თუ რა სიძნელეების წინაშე იდგა ქვეყანა, გაეცნონ XVII საუკუნის პირველი ნახევრის ქართლის სამეფოს პოლითიკურ ვითარებას , ამ ფონზე იმსჯელონ გიორგი სააკაძის ტრაგიკულ ბედზე და გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. მოსწავლეები ასევე მოიძიებენ ინფორმაციას XX საუკუნის პირველი ნახევრის უდიდესი მოღვაწის საქართველოს ,, მეჭურჭლეტუხუცესის" სახელით ცნობილ პიროვნებაზე- ექვთიმე თაყაიშვილზე. მოახდენენ ამ პიროვნებების შედარებას და იმსჯელებენ იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა საქართველოს ძნელბედობის სხვსდასხვა ეპოქაში მოღვაწე ამ ორი დიდი ადამიანის სამშობლოდან გადახვეწა.

No comments:

Post a Comment